სამშობლოს სიყვარულისთვის დაჭერილი ხალხი, ციხეში რატომ უნდა შეხვდეს ახალ წელს?! - ხაბეიშვილი
"სამშობლოს სიყვარულისთვის დაჭერილი ხალხი, ციხეში რატომ უნდა შეხვდეს ახალ წელს?!" - ეს კითხვა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში გააჟღერა და მოითხოვა, რომ თავისუფლებისთვის მებრძოლი ახალგაზრდები "ოცნებამ" დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს.
ლევან ხაბეიშვილი ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის ერთადერთ გზად ხელახალი არჩევნების დანიშვნას მიიჩნევს და ფიქრობს, რომ ივანიშვილის რეჟიმზე ზეწოლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბერკეტი სწორედ პერმანენტულ რეჟიმში მიმდინარე აქციებია.
სამშობლოს სიყვარულისთვის დაჭერილი ხალხი, ციხეში რატომ უნდა შეხვდეს ახალ წელს. შობას, ახალ წელს ეს ადამიანები უნდა შეხვდნენ სახლში და ვინც ამაზე დუმს, მათ შორის, რუსულ პარტიაში, არის ტრაგიკული მათთვის და მათ შერცხვებათ ადამიანებისთვის თავლებში შეხედვა. არც ქართულობაში, არც კანონში, რაც მთავარია, არც ადამიანობაში არ ჯდება და თუ ვინმეს რამე კაცობა შეგრჩენიათ 19, 20, 21 წლის ბიჭები ციხეში, რომ ჩაყარეთ, გამოდით, ხმა ამოიღეთ ამ ბიჭების თავისუფლებისთვის. მათი დედების გულებში ჩაიხედეთ, თვალებში ჩახედეთ მათ დედებს, როგორი პატრიოტები არიან, როგორი გულიანი ხალხია, როგორი მოსიყვარულე ხალხია. გაოცებული ვარ ამ ადამიანების ოჯახებით'', - ამბობს ლევან ხაბეიშვილი.