მგალობლიშვილი: "პროცესის ბოლო გარდაუვალია - არჩევნებამდე აუცილებლად მივალთ "
დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გეგა მგალობლიშვილი იმყოფება - ყოფილი პრემიერი "ქართული ოცნების" წევრების მიერ ბოლო პერიოდის განმავლობაში გაკეთებულ განცხადებებს "არადამაჯერებლად" აცხადებს და ამბობს, რომ ივანიშვილის გუნდი "კარიკატურულად გამოიყურება".
ქართველი დიპლომატი დარწმუნებულია, რომ ევროპული მომავლისთვის მებრძოლი ხალხის პროტესტი შედეგს გამოიღებს და ქვეყანას ახალ საპარლამენტო არჩევნებამდე მიიყვანს - "ეს ხელისუფლება პოლიტიკურ კრიზის არჩევნების გარეშე ვერ გადააგორებს".
პროცესი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რაც მიმდინარეობს. მე არ მახსენდება ამ მასშტაბის პროცესი საქართველოში. ამ პროცესის ბოლო გარდაუვალი არის, მიგვიყვანს ახალ არჩევნებამდე. გარდაუვალი არის ახალი არჩევნების დანიშვნა იმიტომ, რომ ცივილურ, თავისუფალ სამყაროს პოლიტიკური კრიზის განმუხტვის სხვა მექანიზმი არ მოუგონია.
ერთადერთი მექანიზმი, რომელიც არსებობს, რომელსაც შეუძლია ამ პოლიტიკური კრიზის განმუხტვა არის ყველა დაპატიმრებული, უდანაშაულო ადამიანის უპირობო გამოშვება სასწრაფოდ და არჩევების დანიშვნა. ,რაც უფრო მალე დანიშნავენ არჩევნებს მით უფრო დიდი შესაძლებლობა და მეტი შანსი ექნება დღევანდელი რეჟიმის წარმომადგენელს, გააგრძელოს პოლიტიკური ცხოვრება. რაც უფრო გაწელავენ ამ პროცესს, მით უფრო უარესს შედეგს მიიღებენ. ამ პროცესის ბოლო არის გარდაუვალი, ჩვენ მივალთ აუცილებლად არჩევნებამდე იმიტომ, რომ მსგავსი პროცესი თანამედროვე საქართველოს ისტორიას არ ახსოვს'', - ამბობს გიგა მგალობლიშვილი.