"ეს არის ბრძოლა, რომ საქართველო რუსული ჭაობიდან დავიხსნათ" - მგალობლიშვილი

26.12.24 00:16
"ეს არის ბრძოლა, რომ საქართველო რუსული ჭაობიდან დავიხსნათ" - მგალობლიშვილი

"ეს არის ბრძოლა, რომ საქართველო რუსული ჭაობიდან დავიხსნათ" - ამის შესახებ განცხადება საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გეგა მგალობლიშვილმა "პირველებთან" გააკეთა.

დიპლომატი, რომელიც დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფება, აცხადებს, რომ "ოცნების" მიერ დასმული პრეზიდენტის ინაუგურაციის თარიღს მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ხალხი ბრძოლას უდიპლომო ყაველაშვილის "კურთხევის" შემდეგაც გააგრძელებს. 

ჩვენთვის არანაირ თარიღს მნიშვნელობა არ აქვს. საქართველოს მოქალაქისთვის ეს არის ბრძოლა საქართველოს გადასარჩენად. ეს არის ბრძოლა საქართველოს მომავლისთვის, რომ საქართველო დავიხსნათ რუსული ჭაობისგან. ამიტომ არანაირ თარიღებს, არანაირ დათქმას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მოხდეს ბუნკერში აკურთხებენ ამ დანიშნულ პრეზიდენტს, თუ სადაც არ უნდა აკურთხონ, არაფერი არ იცვლება, საქართველოს მოქალაქე ასევე ჯიუტად გააგრძელებს ბრძოლას და მე ვფიქრობ, პოლიტიკური კლასი მიყვება ამ პროცესებს'', ამბობს გიგა მგალობლიშვილი.

მსგავსი სიახლეები