"სცენის დაპატიმრება, ხმის ჩახშობა, ამას კომუნისტები აკეთებდნენ" - ძიძიგური
პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, ზვიად ძიძიგური "ქართულ ოცნებასა" და კომუნისტებს შორის ტოლობის ნიშანს სვამს და აცხადებს, რომ პრეზიდენტისთვის სცენის დაპატიმრება და გახმოვანების ჩახშობა მხოლოდ კომუნისტების დროს კეთდებოდა.
"წამება, დასახიჩრება, შეურაცხყოფის მიყენება - ამას მხოლოდ რეჟიმი აკეთებს" - ამბობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელიც ივანიშვილის გუნდის ხელისუფლებას ლეგიტიმურობას არ ანიჭებს.
აქაც რეჟიმია. ამას მარტო რეჟიმი აკეთებს. წამება, დასახიჩრება, შეურაცხყოფის მიყენება - ამას მხოლოდ რეჟიმი აკეთებს. არცერთი ნორმალური, ჰუმანური სახელმწიფო ამას არ აკეთებს. როდესაც საჯარო მოხელეებმა თავიანთი პოზიცია დააფიქსირეს, კანონში ცვლილება შეიტანეს. ამასაც მხოლოდ რეჟიმები აკეთებენ. როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი გამოდის რუსთაველის გამზირზე და სცენას უპატიმრებ, გახმოვანებას ახშობ, ამას კომუნისტები აკეთებდნენ", - ამბობს ზვიად ძიძიგური.
22 დეკემბერს პრეზიდენტის გამოსვლა რუსთაველზე, სავარაუდოდ, "ქართული ოცნების" მოგზავნილმა დივერსანტებმა ჩაშალეს. ნაპოვნია გენერატორიდან გამომავალი კაბელი, რომელიც გახმოვანების სისტემის მუშაობას უზრუველყოფდა. კაბელები მოგლეჯილია.
გარდა ამისა, რეჟიმმა ჩართო ჯემენებიც. ეს არის სიგნალის ჩამხშობი მოწყობილობა, რის გამოც მედიასაშუალებებს მუშაობა შეზღუდული ჰქონდათ. როგორც კი ზურაბიშვილი ცენტრალური გამზირიდან წავიდა, მომენტალურად აღდგა მობილური ჩართვის აპარატების კავშირი სატელევიზიო სადგურებთან.