კარლ ბილდტი - ევროკავშირმა და სხვებმა უნდა გადაწყვიტონ, ვის თვლიან საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად

26.12.24 09:53
კარლ ბილდტი - ევროკავშირმა და სხვებმა უნდა გადაწყვიტონ, ვის თვლიან საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად

შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე, კარლ ბილდტი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მისი თქმით, საქართველოში სიტუაცია  პიკს 29 დეკემბრის შემდეგ მიაღწევს.

„მასიური საპროტესტო აქციები თბილისსა და საქართველოს სხვა ადგილებში გრძელდება. სიტუაცია 29 დეკემბრის შემდეგ პიკს მიაღწევს. შემდეგ ევროკავშირმა და სხვებმა ასევე უნდა გადაწყვიტონ, ვის თვლიან საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად“, - წერს ბილდტი.