აზერბაიჯანის სამგზავრო თვითმფრინავი შესაძლოა, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემას დაეზიანებინა
რუსი სამხედრო ბლოგერები და უსაფრთხოების ექსპერტები აქტიურად განიხილავენ ვერსიას, რომ აზერბაიჯანის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც ყაზახეთში ჩამოვარდა, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემის ცეცხლმა დააზიანა. ამის ფიქრის საფუძველს მათ კატასტროფის ადგილიდან გავრცელებული კადრების აძლევთ.
როგორც "რადიო თავისუფლება" წერს, 25 დეკემბერს, დილით რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემა უკრაინული დრონებით შეტევას იგერიებდა ჩრდილოეთ კავკასიის რამდენიმე რესპუბლიკაში.
ყაზახეთში, ქალაქ აქთაუში Azerbaijan Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ხომალდი რეისს ბაქოდან გროზნოს მიმართულებით ასრულებდა. თვითმფრინავის ბორტზე 67 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის 5 წევრი.
ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულების შესახებ მონაცემები ჯერ კიდევ ზუსტდება.