"ოცნების" რეჟიმი წელში სწორედ მისმა არაღიარებამ უნდა გატეხოს - თინა ხიდაშელი

26.12.24 11:20
"ოცნების" რეჟიმი წელში სწორედ მისმა არაღიარებამ უნდა გატეხოს - თინა ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია "ოცნების" პარლამენტის და მისი პრეზიდენტი არაღიარების პოლიტიკა გაგრძელდეს. მისი თქმით, ეს სახელისუფლები კრიზისის გარდაუვალობის ერთადერთი გარანტიაა.

ხიდაშელი ამბობს, რომ ისეთ ქვეყანაში როგორიც საქართველოა და როგორი ეკონომიკაც მას აქვს, იზოლაციაში მყოფი ხელისუფლება დიდხანს ვერ გაძლებს. მისი თქმით, რეჟიმს წელში სწორედ მისი არაღიარება გატეხავს. 

მთავარი არის ის, რომ საქართველოს პარტნიორების მხრიდან, რეალური მეგობრების და პარტნიორების მხრიდან, არაღიარების პოლიტიკა გაგრძელდეს. როგორც თვითგამოცხადებული პარლამენტის, ასევე თვითმარქვია პრეზიდენტის, პრემიერის და ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომლებიც ახლა სახლობანას გვეთამაშებიან. არაღიარება მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი გარანტია სახელისუფლები კრიზისის გარდაუვალობის. გასაგებია, რომ რაღაც პერიოდის განმავლობაში მათ შეიძლება, ეს თამაში გააგრძელონ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ისეთი ქვეყანა, როგორიც საქართველოა, იმ ეკონომიკით, რომელიც ჩვენ გვაქვს, უბრალოდ შეუძლებელია, იზოლაციაში მყოფმა ხელისუფლებამ გაძლოს. ქართული საზოგაოდების პროტესტის კვალობაზე, განგრძობადი სიმტკიცის კვალობზე, რომელსაც ქართველი ხალხი აჩვენებს, რეალურად, ეს რეჟიმი წელში უნდა გატეხოს სსწორედ არაღიარებამ, - ამბობს თინა ხიდაშელი. 

მიხეილ ყაველაშვილის ლეტიგიმურობას "ქართული ოცნების" მოკავშირეებიც კი არ აღიარებენ. რეჟიმი სრულ იზოლაციაშია. ბიძინა ივანიშვილის მიერ პრეზიდენტად გამწესებულ ყაველაშვილს ამ დრომდე მილოცვა არ მიუღია არც უნგრეთიდან  და არც სლოვაკეთიდან. აღიარება არ არის არც  ევროკავშირისგან. ოლიგარქის მიერ პრეზიდენტად დანიშნულ ყაველაშვილს არ ულოცავს არც შეერთებული შტატები, არც ბრიტანეთი და არც კანადა. მმართველობის 12 წლისთავზე ოლიგარქის რეჟიმი ავტოკრატი ლიდერების კლუბში აღმოჩნდა. 

მსგავსი სიახლეები