ხმაური და დაპირისპირება ზუგდიდის საკრებულოში - "ოცნება" აქციებზე ნაცემი და ნაწამები ადამიანების ფოტოებმა გააღიზიანა
ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება ზუგდიდის საკრებულოში - “ქართული ოცნების” წევრების გაღიზიანება აქციებზე ნაცემი და ნაწამები ადამიანების ფოტოების ჩვენებას მოჰყვა.
ფრაქცია “ახალის” წევრებმა ოპონენტ კოლეგებს ნაცემი მოქალაქეების ფოტოები მიუტანეს და უთხრეს, რომ ასეთ პირობებში ქვეყანაში სხვა პროცესები ვერ განვითარდება.
თავის მხრივ, მმართველი პარტიის წევრებმა ოპონენტებს 7 ნოემბერი და 26 მაისი შეახსენეს და უთხრეს, რომ მათ ადამიანების უფლებების შელახვაზე საუბრის მორალური უფლება არ აქვთ.
დაპირისპირებამ სხდომათა დარბაზიდან დერეფანში გადაინაცვლა. მანამდე ოპოზიციურმა საკრებულომ მხარი დაუჭირა ზუგდიდის 2025 წლის ბიუჯეტს, რომელიც 70 მილიონ 500 ათასი ლარით განისაზღვრა.
გახარიასა და “ახალის” წევრებმა თქვეს, რომ ტექნიკურ დეტალების განხილვას არ აპირებენ, თუმცა ბიუჯეტს მხარს უჭერენ, რათა მუნიციპალიტეტმა მუშაობა შეუფერხებლად შეძლოს.