სააკაშვილის ჩამოსვლა ოპოზიციის გამარჯვებას ხელს შეუშლის - გიორგი ვაშაძე

07.09.21 15:24
სააკაშვილის ჩამოსვლა ოპოზიციის გამარჯვებას ხელს შეუშლის - გიორგი ვაშაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი ვარაუდობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის სამშობლოში  დაბრუნება ოპოზიციის გამარჯვებას ხელს არ შეუწყობს. გიორგი ვაშაძე ფიქრობს, ერთადერთი ამ ფაქტით იხეირებს ,,ქართული ოცნება", რომელიც სააკაშვილისგან საფრთხობელას შექმნის.

სააკაშვილის ამ განცხადების შემდეგ დღეს ალბთ ყველაზე ბედნიერი არის ,,ქართული ოცნება", რადგან ფიქრობს, რომ სააკაშვილისგან ისევ საფრთხობელას შექმნის. სააკაშვილი ისევ შემოვარდა ამ პროცესში, რაც ხელს უშლის ოპოზიციის გამარჯვებას. 

რა იყო განსხვავებული მის განცხადებაში გასული წლის არჩევნებისგან? არაფერი. ისევ ბიძინა და მიშა. - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

მიხეილ სააკაშვილი ისევ საქართველოში დაბრუნებას აანონსებს. მესამე პრეზიდენტი ირწმუნება, რომ სამშობლოში თვითმმართველობის არჩვნების წინ ჩამოვა. სააკაშვილის დაანონსებულ ჩამოსვლას ,,ქართული ოცნება" მუქარით პასუხობს,- მმართველი პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ მას ჩამოსვლისთანავე დააკავებენ.