ბიზნესმენების და კობახიძის შეხვედრის აქამდე უცნობი დეტალები და წყობიდან გამოსული "ოცნება"
ბიზნესის პროტესტმა "ქართული ოცნება" წყობიდან გამოიყვანა - იერიში დღეს შალვა პაპოუაშივლმა საკუთარ თავზე აიღო. არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯომარე "ბი ემ ჯის ხელმძღვანელს" გიორგი ისაკაძეს კობახიძის და ბიზნესმენების მძიმე შეხევდრის დეტალების გასაჯაროვებას არ პატიობს.
რა მოხდა ბიზნესმენების და კობახიძის შეხევდრაზე - დახურულ კარს მიღმა დარჩენილი დეტალები, გიორგი ისაკაძემ გაახმაურა. ირკვევა რომ კობახიძეს ბიზნესი პასუხს სთხოვდა პრორუსულ პოლტიკაზე, ხალხის დარბევაზე და რეპრესიებზე რომელსაც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ხელისუფლებას ატარებს.
4 საათის განმავლობაში მსხვილი კომპანიების ხელმძვანელი პირები "ოცნების" ლიდერებისგან პასუხებს ითხოვდნენ. გიორგი ისაკაძემ ჯერ კიდევ გუშინ საქმიანი დილის ეთერში თქვა, რომ მათ შორის ყველაზე კრიტიკული ირაკლი რუხაძე იყო.
ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ტელეკომპანია "იმედის" ხელმძღვანელმა ირაკლი რუხაძემ თავისი პოზიცია უკვე ღიად დააფიქსირა. უკმაყოფილოა პრეზიდენტის კანდიდატურით და დასავლეთიდან ქვეყნის იზოლაციით.
დეტალები ნახეთ, ინა ცარციძის რეპორტაჟში.