ამნისტიის კანონპროექტს მხარს არცერთი ოპოზიციური პარტია არ უჭერს

07.09.21 15:23
ამნისტიის კანონპროექტს მხარს არცერთი  ოპოზიციური  პარტია არ უჭერს

პარლამენტი ამნისტიის კანონპროექტს საბოლოოდ უყრის კენჭს. გადაწყვეტილებას 20 ივნისის მოვლენების შესახებ ამნისტიასთან დაკავშირებით  მხარს არცერთი  ოპოზიციური  პარტია არ უჭერს, თუმცა "ქართული ოცნება" კანონპროექტის დამტკიცებას გეგმავს. 

ოპოზიციაში ფიქრობენ,რომ  კანონპროექტი არ ასახავს 19 აპრილის შეთანხმების პირობებს. 

ჩვენ არ ვუჭერთ მხარს ამნისტიის იმ პროექტს, რომელიც ითვალისწინებს დამნაშავეებისთვის პატიებას. ხელისუფლებას ძალიან უნდა ამნისტიის ამ კანონპროექტის გათრევა, ვინაიდან იციან რომ მათ ჩაიდინეს დანაშაული", - ამბობს რომან გოცირიძე. 

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ფიქრობს, რომ ამნისტიის კანონპროექტის დამტკიცება "ოცნების" ინტერესებშია.

ჩვენ გვქონდა ჩვენი ვერსია ამნისტიის კანონპროექტის, რომელიც სრულად ასახავდა შეთანხმების მისწრაფებებს. ეს მანისტიის კანონის  ნამდვილად არ არის ის ამნისტიის კანონი, რომელსაც ჩვენი მხიდან მხარდაჭერა ექნება. "ქართულ ოცნებას" დაჭირდა ეხლა პოლიტიკურად ამნისტიის კანონის გაცოცხლება", - ამბობს გიორგი ვაშაძე.