ავუხსენით კონგრესმენებს, რომ ქვეყანა გზის გასაყარზეა - "თბილისი მერიოტში" შეხვედრა დასრულდა
სასტუმრო "თბილისი მერიოტში" გაერთიანებულ ოპოზიციასა და გავლენიან კონგრესმენებს შორის შეხვედრა დასრულდა. ხელისუფლების პონენტები ამბობენ, რომ სტრატეგიულ პარტნიორებს ინფორმაცია მიაწოდეს 19 აპრილის შეთანხმებიდან "ქართული ოცნების" უპასუხსიმგებლოდ გამოსვლის შესახებ. ასევე, მათი თქმით, კონგრესმენებთან ევროკავშირის მაკროეკონომიკურ დახმარებაზე ხელისუფლების უარის მიზეზებზეც ისაუბრეს.
ოპოზიცია ამბობს, რომ უცხოელმა დიპლომატებმა ყველა ინფორმაცია დეტალურად ჩაინიშნეს და თქვეს, რომ კონგრესში განახლებულ ინფორმაციას ჩაიტანენ.
გავაცანით კონგრესმენებს საქართველოში შექმნილი პოლიტიკური სიტუაცია, ავუხსენით, რომ ქვეყანა დგას გზის გასაყარზე, დასავლეთი ღირებულებებს და დასავლეთის ვექტორს რომ ექმნება პრობლემა. ასევე, გავაცანით შარლ მიშელის დოკუმენტიდან „ქართული ოცნებიდან“ უპასუხისმგებლოდ გამოსვლის შესახებ. დარწმუნებული ვარ, რომ პერსონალური სანქციები იქნება ამოქმედებული იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის წინსვლაში ხელი შეუშალეს ჩვენს ქვეყანას, - განაცხადა „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, შეხვედრის შემდეგ.