"ეს უნდა იყოს შავი ზღვის დიდი რეგიონის სტრატეგიის ნაწილი" - ჰოჯესი ჯო უილსონის მწვავე გზავნილებს ეთანხმება

27.12.24 09:57
"ეს უნდა იყოს შავი ზღვის დიდი რეგიონის სტრატეგიის ნაწილი" - ჰოჯესი ჯო უილსონის მწვავე გზავნილებს ეთანხმება

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, ჯო უილსონის უმწვავეს გზავნილებს, რომლითაც კონგრესმენი ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს, ევროპაში ამერიკის ძალების ყოფილი მეთაური, ბენ ჰოჯესი ეხმაურება.

ბენ ჰოჯესი ჯო უილსონს ეთანხმება და პლატფორმა X-ზე წერს, რომ საქართველოს საკითხი შავი ზღვის დიდი რეგიონის სტრატეგიის ნაწილად უნდა იყოს განხილული. 

ვეთანხმები ჯო უილსონს, მაგრამ ეს უნდა იყოს შავი ზღვის დიდი რეგიონის სტრატეგიის ნაწილი. საქართველო არ არის კუნძული. ეს არის პორტალი ევროპასა და ევრაზიას შორის. ჩვენ გვჭირდება სტრატეგია, რომელიც რეგიონში ჩვენს მიზნებს მიგვაღწევინებს, მათ შორის უკრაინაში, თურქეთში, მოლდოვაში, რუმინეთსა და ბულგარეთში," - წერს ბენ ჰოჯესი.

ცნობისთვის, 26 დეკემბერს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, ჯო უილსონმა ბიძინა ივანიშვილის სამომავლოდ დასანქცირებასთან დაკავშირებით სამი განცხადება გააკეთა.

მსგავსი სიახლეები