მიხელსონი: რუსეთი საქართველოზე პოლიტიკურად კონტროლს აწესებს, არ დადგა დრო, ეს ფაშისტური რეჟიმი საბოლოოდ ანგარიშვალდებული გავხადოთ?!

27.12.24 10:04
მიხელსონი: რუსეთი საქართველოზე პოლიტიკურად კონტროლს აწესებს, არ დადგა დრო, ეს ფაშისტური რეჟიმი საბოლოოდ ანგარიშვალდებული გავხადოთ?!

"რუსეთი საქართველოზე პოლიტიკურად კონტროლს აწესებს, არ დადგა დრო, ეს ფაშისტური რეჟიმი საბოლოოდ ანგარიშვალდებული გავხადოთ?!" - ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი წერს

ევროპელი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ პუტინის რუსეთის "ანგარიშვალდებულება" მსოფლიოში ხანგრძლივ მშვიდობას დაამყარებს - "მშვიდობა ძალის მეშვეობით არის ერთადერთი გზა, რომელიც მნიშვნელოვანია".

რუსეთი აწარმოებს ომს უკრაინის გასანადგურებლად, აწყობს დივერსიებს ევროპასა და ამერიკაში, პოლიტიკურად კონტროლს აწესებს საქართველოზე, აგდებს აზერბაიჯანულ სამგზავრო თვითმფრინავს და ემუქრება მსოფლიოს ბირთვული იარაღით. არ დადგა დრო, ეს ფაშისტური რეჟიმი საბოლოოდ ანგარიშვალდებული გავხადოთ ისე, რომ ხანგრძლივი მშვიდობა დამყარდეს? მშვიდობა ძალის მეშვეობით არის ერთადერთი გზა, რომელიც მნიშვნელოვანია. მშვიდობა მშვიდობისთვის არის დაშოშმინება მიუნხენის სულისკვეთებით“, - წერს მიხელსონი.

მსგავსი სიახლეები