"ჩვენ უნდა დავაყენოთ ამერიკა პირველ რიგში - არანაირი დაფინანსება პროირანულ დიქტატურას" - RSC უილსონის გზავნილებს იზიარებს
"ჩვენ უნდა დავაყენოთ ამერიკა პირველ რიგში - არანაირი დაფინანსება პროირანულ დიქტატურას" - ამის შესახებ რესპუბლიკური კვლევის კომიტეტი (RSC) სოციალურ ქსელში წერს და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, ჯო უილსონის განცხადებას აზიარებს, რომლითაც კონგრესმენმა ივანიშვილი ჩინეთისა და ირანის მოყვარულად შერაცხა.
ცნობისთვის, 26 დეკემბერს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, ჯო უილსონმა ბიძინა ივანიშვილის სამომავლოდ დასანქცირებასთან დაკავშირებით სამი განცხადება გააკეთა.