მადლობა სააკაშვილს, ეს მისი საჩუქარია - ირაკლი კობახიძე
,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა ხელს შეუწყობს მმართველი პარტიის მხარდამჭერებს, მოახდინონ მობილიზაცია. ამისთვის ირაკლი კობახიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტს მადლობას უხდის.
ეს არის წინასაარჩევნო საჩუქარი სააკაშვილის მხრიდან, ეს ჩვენს მხარდამჭერებს ამობილიზებს, მადლობა მას! - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება სააკაშვილის დაკავების საკითხს, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გახარიას პრემიერობის დროს საქართველოს მესამე პრეზიდენტს ჰქონდა შანსი, არ წასულიყო ციხეში, მაგრამ დღეს ეს გამორიცხულია.
გახარიამ მელია ვერ დააკავა და სააკაშვილს რას დააკავებდა. რომ ყოფილიყო პრემიერი გახარია, სააკაშვილს შეეძლო, ჩამოსვლა გაებედა.
პრემიერი აღარ არის გახარია და აქედან გამომდინარე, სააკაშვილს ადგილს მიუჩენენ იქ, სადაც არის მისი ადგილი - თქვა კობახიძემ.