არალეგიტიმური რეჟიმის საბოლოო გაფორმების შემთხვევაში, ივანიშვილთან მიმართებით სანქციების სრული პაკეტის ამოქმედდება - სამადაშვილი

27.12.24 11:11
არალეგიტიმური რეჟიმის საბოლოო გაფორმების შემთხვევაში, ივანიშვილთან მიმართებით სანქციების სრული პაკეტის ამოქმედდება - სამადაშვილი

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის მიერ გაკეთებული მწვავე გზავნილების ფონზე, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი ფიქრობს, რომ "არალეგიტიმური რეჟიმის საბოლოო გაფორმებით" ივანიშვილის მიმართ სანქციების სრული პაკეტი ამოქმედდება. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ვარაუდობს, რომ ქართველი ოლიგარქის წინააღმდეგ ზეწოლის ყველა მექანიზმის შესაძლოა, ახალ წლამდე ამუშავდეს. 

ეს არის ბოლო გაფრთხილება ივანიშვილისთვის, რომ ის თუ გაბედავს და არალეგიტიმური რეჟიმის საბოლოო გაფორმება მოხდება ინაუგურაციით არალეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტის, შემდეგი ნაბიჯი, როგორც ჩანს, ივანიშვილთან მიმართებით სანქციების სრული პაკეტის ამოქმედება იქნება. მე ველოდები, რომ ალბათ, ახალ წლამდეც კი შეიძლება ვნახოთ ოფიციალურად ზეწოლის ახალი მექანიზმი ამოქმედებული უშუალოდ ივანიშვილთან მიმართებით. რას ნიშნავს, რომ შენ არალეგიტიმურ და ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ მტრულად განწყობილ რეჟიმად გამოგაცხადონ, მგონი ყველას კარგად ესმის, რომ ყველა მექანიზმი ამუშავდება, რაც ამერიკის ხელთ არის", - ამბობს სალომე სამადაშვილი. 

ცნობისთვის, 26 დეკემბერს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, ჯო უილსონმა ბიძინა ივანიშვილის სამომავლოდ დასანქცირებასთან დაკავშირებით სამი უმწვავესი განცხადება გააკეთა.

მსგავსი სიახლეები