"დაფიქრდი, რაც უფრო გაწელავ დროს, უფრო მძიმე იქნება სასჯელი, რასაც მიიღებ" - ვაშაძე ივანიშვილს

27.12.24 11:16
"დაფიქრდი, რაც უფრო გაწელავ დროს, უფრო მძიმე იქნება სასჯელი, რასაც მიიღებ" - ვაშაძე ივანიშვილს

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, ჯო უილსონის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ივანიშვილის სამომავლოდ დასანქცირებასთან დაკავშირებით, "უპრეცედენტო" ნაბიჯად აფასებს. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი "ტვ პირველის" ეთერიდან "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს მიმართავს - "დაფიქრდი, რაც უფრო გაწელავ დროს, უფრო მძიმე იქნება სასჯელი, რასაც მიიღებ".

"დემოკრატიის მოძულეს, ავტორიტარიზმისკენ გადახრილ რეჟიმს ძალიან მკაცრი პასუხი ექნება ამერიკის მხრიდან" - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

უპრეცედენტოა შინაარსობრივად ეს განცხადებები, რომელიც თავის თავში, ფაქტობრივად, მოიცავს, რომ ეს არის ჩამოყალიბებული პოზიცია ახალი ადმინისტრაციის, ტრამპის გარშემო არსებული გუნდის, რომ ისინი ქართველი ხალხის მხარდამჭერები იქნებიან და ამერიკის ყველა მოძულეს, დემოკრატიის მოძულეს, ავტორიტარიზმისკენ გადახრილ რეჟიმს ძალიან მკაცრი პასუხი ექნება ამერიკის მხრიდან. კიდევ ერთხელ ვეუბნები ივანიშვილს, დაფიქრდი, რაც უფრო გაწელავ დროს, უფრო მძიმე იქნება სასჯელი, რასაც მიიღებ", - ამბობს გიორგი ვაშაძე.

ცნობისთვის, 26 დეკემბერს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, ჯო უილსონმა ბიძინა ივანიშვილის სამომავლოდ დასანქცირებასთან დაკავშირებით სამი უმწვავესი განცხადება გააკეთა.

მსგავსი სიახლეები