დასავლურმა სამყარომ "ოცნების" 150-ზე მეტი წარმომადგენელი დაასანქცირა - TI სანქცირებულთა სიას აქვეყნებს

27.12.24 11:03
დასავლურმა სამყარომ "ოცნების" 150-ზე მეტი წარმომადგენელი დაასანქცირა - TI სანქცირებულთა სიას აქვეყნებს

დასავლურმა სამყარომ უკვე "ქართული ოცნების" 150-ზე მეტი წარმომადგენელი დაასანქცირა, რომელთაგან 45-ის ვინაობა გასაჯაროვდა, ხოლო დანარჩენებზე ანონიმური სავიზო შეზღუდვებია დაწესებული. 

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" სანქცირებულთა სიას აქვეყნებს, რომელშიც  არალეგიტიმური მთავრობის წევრები და მათი მოადგილეები, სამართალდამცავი და უსაფრთხოების სისტემის მაღალჩინოსნები, "ქართული ოცნების" თვითგამოცხადებული დეპუტატები და თანამოაზრეები, მოსამართლეები, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, მხარდამჭერი ბიზნესმენები, პროპაგანდისტები და ამ პირთა ოჯახის წევრები შედიან. 

დემოკრატიული ქვეყნები ამ პირებს მშვიდობიანი მომიტინგეების სასტიკი დარბევის, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის, ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების, საქართველოში რუსული ინტერესების გატარების, არჩევნების გაყალბების, კორუფციის, პროპაგანდის და ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლის გამო ასანქცირებენ.

მსგავსი სიახლეები