მომიტინგეების წამება, ჟურნალისტებზე ანგარიშსწორება და უსამართლო სასამართლო - საიას მწვავე ანგარიში

27.12.24 11:46
მომიტინგეების წამება, ჟურნალისტებზე ანგარიშსწორება და უსამართლო სასამართლო - საიას მწვავე ანგარიში

ქვეყანაში უკანსკნელი ერთი თვის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს საია სპეციალური ანგარიშით აფასებს. არასამთავრობო ორგანიზაცია ყველა იმ დარღვევის შესახებ საუაბრობს, რომლებსაც "ოცნების" ხელისუფლება პროტესტის ცასახშობად იყენებდა. საუბარია 28 ნომებრიდან დღემდე გამოვლენილ ტენდენციებს: მომიტინგეების წამება, უკანონო დაკავება, უსამართლო სასამართლო, ადმინისტრაციულ კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომელიც მხოლოდ "ოცნების" ინტერესებზეა მორგებული, მედიის წარმომადგენლებზე ანგარიშსწორება და ასევე საჯარო მოხელეების მიმართ მუქარა. 

ყველა აღნიშნულ პრობლემაზე საიას ხელმძღვანელმა ნონა ქურდოვანიძემ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა. 

ძირითადი მიგნებები, რომელიც ამ პერიოდში ვლინდებოდა, ეხება წამებას, არაადამიანურ, დამამცირებელ მოპყრობას, რომელიც სისტემურ პრობლემად გამოიკვეთა ეს ხდებოდა დემონსტრანტების ფართო ჯგუფის და მედიის წარმომადგენლების მიმართ. ნაცემია ყველა ის პირი, რომელიც სხვადასხვა დროს დაექვემდებარა თვითნებურ დაკავებას. ნაწილ მათგანს დასჭირდა ჰოსპიტალიზაციაც. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ამ ფაქტების გამოძიება ამ დრომდე არ მიმდინარეობს ეფექტიანად და არცერთი პირი არ არის პასუხისგებაში მიცემული. 

აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენებისას დაფიქსირდა ასევე მნიშვნელოვანი პრობლემები და ქმედებები, რომელიც არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. იგულისხმება წყლის ჭავლის, ცრემლსადენი გაზის, წიწაკის სპრეის გამოყენების არა მარტო დარღვევა, არამედ მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ფორმით გამოყენება, მათ შორის, მაშინ, როდესაც ხდებოდა ორი სპეციალური საშუალების ერთმანეთში არევა და ერთდროულად გამოყენება, მათ შორის, ქიმიური მახასიათებლის დამატებაც წყლის ჭავლში, ომელიც ეფექტს კიდევ უფრო აძლიერებდა და ეს საერტაშორისო სტანდარტებტან მოდის წინააღმდეგობაში.

ასევე, არაფორმალური, კრიმინალური დაჯგუფებების თავდასხმები დემონსტრანტების და მედიის წარმომადგენლების მიმართ და ეს ფაქტებიც ამ დრომე გამოუძებელია. მიზანმიმართული დევნა მედიის წარმომადგენლების მიმართ, რაც რიგ შემთხვევებში, დაზიანებებით და ჰოსპიტალიზაციით სრულდებოდა. 

ასევე უკანონო დაკავება ადმინისტრაციული წესით. ეს გამოიკვეთა როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა, რომელსაც თვითნებური ხასიათი ჰქონდა და ამ ქმედების შედეგად დაახლოებით 00-მე პირი თვითნებურად იქნა დაკავებული სხვადასხვა დროს ადმინისტრაციული წესით. 

მოქალაქეთა უკანნო ჩხრეკა, საჯარო ადგილებში ჩხრეკა,ა სევე ამოღების ოპერაცია ბინებსა და ოფისებში უკანონო ხასიათს ატარებდა. სისხლის სამართლის მექანიზმების გამოყენება დემონსტრანტების მიმართ ასევე არის ერთ-ერთი რეპრესიული ზომა, რომელსაც მიმართავდა ხელისუფლება ამ პერიოდის განმავლობაში და ეს მექანიზმები გამოყენებული იქნა 40-მდე პირის წინააღმდეგ.

ასევე მუქარა საჯარო მოხელეების მიმართ. გარდა ფიზიკური ძალადობისა, ხელისუფლება ცდილობს, შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება საჯარო მოხელეებში მათი გათავისუფლების პირდაპირი თუ ირიბი მუქარით და თანამდებობის დატოვებისკენ მუქარით და ჩვენ მათ შორის ვიხილეთ, რომ ეს რეალიზდა კიდეც კონკრეტულ შემთხვევებში და რამდენიმე ადამიანი გათავისუფლდა სამსახურიდან.

ასევე, კანონმდებლობის შეიარაღება განსხვავებული აზრის მოქალაქეების წინააღმდეგ, რაშიც იგულისხმება ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც დაჩქარებული წესით განახორციელა „ქართულმა ოცნებამ“ და 9 დღეში შეცვალა არაერთი აქტი და მათ შორის, გააუარესა ის სტანდარტები, რომელიც არსებობდა ისედაც პრობლემურ ადმინისტრაციულ სამართალმდარღვევათა კოდექსში. ცვლილებები შეეხო ასევე საჯარო სამსახურის შესახებ კანონს, რომელიც გაუარესდა და იქ აღარ არის ის სტანდარტები, რომელიც დაიცავდა მოხელეებს რეორგანიზაციის პროცესში არასწორი გათავისუფლებისგან. ასევე, შესუსტდა ის მექანიზმები, რომელიც მოხელეებს ჰქონდათ სოციალური გარანტიების სახით.

კანონი შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ გაუარესებულია. მას დაემატა ისეთი ჩანაწერები, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს არღვევს, მათ შორის, იგულისხმება სახის დაფარვა აქციისას, რომელიც, პრაქტიკულად, აიკრძალა და ეს სამართალდარღვევად გამოცხადდა. ასევე გაუარესდა დაკავების საფუძვლები და  ჩაიწერა ერთ-ერთი ისეთი პრობლემური საფუძველი, რომელიც პრევენციულ დაკავეას გულისხმობს და ეს არის იმდენად ფართო და განუჭვრეტელი, რომ მისი გამოყენება თვითნებურად შესაძლებელი ხდება, - განაცხადა ნონა ქურდოვანიძე. 
 

მსგავსი სიახლეები