ტიტუშკა, რომელიც ქალების მარშის მონაწილეს თავს დაესხა, ამ დრომდე თავისუფალია - დაზარალებულის ადვოკატი
ქალზე მოძალადე ტიტუშკა ამ დრომდე თავისუფალია. შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოკითხვაზეც კი არ იბარებს ახალგაზრდა კაცს, ვინც ათონელზე ქეთევან მესხს ფიზიკურად გაუსწორდა.
საკითხზე დღეს საგანგებო ბრიფინგზე თავად დაზარალებულმა ქალმა და მისმა ადვოკატმა ისაუბრეს. ბაია პატარაია ამბობს, რომ ადგილი ჰქონდა გენდერული ნიშნით ძალადობას და ის რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს.
სალომე რომ გამოვიდა, მოგვესალმა და შემდეგ შებრუნდა, მოხდა ინციდენტი. ერთ-ერთმა იქ მყოფმა კაცმა, რომელსაც ჩვენ ვაიდენტიფიცირებთ როგორც ტიტუშკას, როგორც იქ სპეციალური დავალებით მოსულ პირს. მან დაუწყო აქციის მონაწილეებს სიტყვიერი შეურაცხყოფა. გადაიზარდა ფიზიკურ თავდასხმაში და ქეთი მესხს თავს დაესხნენ. მან მიიღი ფიზიკური დაზიანებები. გამოძიება დაწყებულია, თუმცა ჩვენთვის არავის უთქვამს, რომ ეს პირი ან იდენტიფიცირებულია, ან დაკავებულია. მიუხედავად იმისა, რომ ორი დღე გავიდა და ადამიანის სახე სრულად ჩანს კამერებში. პრესკონფერენციაც ტარდება იმ მიზნით, რომ მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას და ღია ეთერიდან პირდაპირ მოვთხოვოთ მყისიერი რეაგირება და ამ პირი დაკავება, - ამბობს ბაია პატარაია.
თავად ქეთევან მესხი იმ დაზიანებებზე საუბრობს, რომელიც მან თავდასხმის შედეგად მიიღო.
ხელის მაქვს ნაღრძობი, თავის არეში, სადაც მოქნეული ხელი მომხვდა, მანდაც დაჭიმულობა და დაჟეჟილობაა და მაგაზეც აღდგენითი მედიკამენტები დამინიშნეს და კვლევები ჩატარდა. დაზიანებები თავის და ხელის არშეი, დაცემისას ხელი ვიღრძე, - ამბობს ქეთი მესხი.
თბილისში ნაცემი ქალი დღეს უფლებადამცველეთან ერთად თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიციის შენობაში მისვლას გეგმავს.