შტატების მწვავე გზავნილების მიუხედავად, კალაძე ირწმუნება, რომ "საგარეო მიმართულებითაც ყველაფერი დალაგდება"
ამერიკის შეერთებული შტატებისგან წამოსული მწვავე გზავნილების მიუხედავად, თბილისის მერი, კახა კალაძე ამტკიცებს, რომ სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობები დალაგდება და "ყველაფერი ისე იქნება, როგორც ქვეყანას ეკადრება".
ამასთან, კალაძის კრიტიკის სამიზნე დღეს ოპოზიციური სპექტრი გახდა. "ქართული ოცნების" წევრმა ხელისუფლების ოპონენტები "გაუბედურებულ, გაფარჩაკებულ ოპოზიციად" გამოაცხადა და ირწმუნებოდა, რომ "მათ სასიკეთოდ არაფერი ხდება".
რაც შეეხება დამარცხებულ, გაუბედურებულ, გაფარჩაკებულ ოპოზიციას, მათთვის სასიკეთო არაფერი არ ხდება, მერწმუნეთ, არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ. რაც შეეხება საგარეო ურთიერთობებს, საგარეო მიმართულებითაც ყველაფერი დალაგდება და იქნება ისე, როგორც ჩვენ ქვეყანას ეკადრება", - ამბობს კალაძე.
ცნობისთვის, 26 დეკემბერს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, ჯო უილსონმა ბიძინა ივანიშვილის სამომავლოდ დასანქცირებასთან დაკავშირებით სამი უმწვავესი განცხადება გააკეთა.