გიგაური: მუქარის ფრაზები გვსმენია და არავის შეშინებია - კობახიძე ივანიშვილის ბრძანებების შემსრულებელია

27.12.24 13:15
გიგაური: მუქარის ფრაზები გვსმენია და არავის შეშინებია - კობახიძე ივანიშვილის ბრძანებების შემსრულებელია

არალეგიტიმური პრემიერის მუქარას პრეზიდენტის გისოსებს მიღმა გამოკეტვას "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელი, ეკა გიგაური ეხმაურება.

მესამე სექტორის წარმომადგენელი "პირველებთან" აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძის მუქარების არავის, არც სალომე ზურაბიშვილს და არც ხალხს ეშინია. 

"ის არის უბრალოდ შემსრულებელი ივანიშვილის ბრძანებების" - აღნიშნავს ეკა გიგაური.

ირაკლი კობახიძე ვის ემუქრება ეგ ნაკლებად აინტერესებს ყველას ამ ქვეყანაში, სალომე ზურაბიშვილით დაწყებული, სხვებით დამთავრებული. ის არის უბრალოდ შემსრულებელი ივანიშვილის ბრძანებების. ასეთი ფრაზები და განცხადებები ბევრი თვის განმავლობაში გვსმენია და არავის არ შეშინებია. შეიძლება, ამ ადამიანმა ამაზე საუბარი გააგრძელოს, მაგრამ მთავარი არის, ვინმეს ამისი ეშინია თუ არა", - ამბობს ეკა გიგაური. 

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ციხეში გაშვებით კვლავ ემუქრება.

დღეს კობახიძის სამიზნე პრეზიდენტთან ერთად ოპოზიციის ის ლიდერებიც გახდნენ, რომლებიც სალომე ზურაბიშვილს ღია მხარდაჭერას უცხადებენ. 

მსგავსი სიახლეები