გერმანიის სიტყვას მძიმე წონა ექნება, რომ ოფიციალურად შეჩერდეს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი -სამადაშვილი
“გერმანიის პოზიცია მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გაყინვით არ შემოიფარგლება.
ოფიციალურად გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის შეჩერებასაც მიიჩნევენ უკვე აუცილებლად“, -ასე აფასებს კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი საქართველოში გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას.
მისი თქმით, გერმანიის სიტყვას მძიმე წონა ექნება, რომ ოფიციალურად შეჩერდეს პროცესი.
“რუსეთის დავალება ბიძინამ შეასრულა“, - წერს სამადაშვილი.
გერმანიის პოზიცია მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გაყინვით არ შემოიფარგლება.
ოფიციალურად გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის შეჩერებასაც მიიჩნევენ უკვე აუცილებლად.
მათი, როგორც მხარდამჭერის პოზიცია, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მოსანიჭებლად გადამწყვეტი აღმოჩნდა.
ახლა, ასევე მძიმე წონა ექნება მათ სიტყვას, რომ ოფიციალურად შეჩერდეს პროცესი.
რუსეთის დავალება ბიძინამ შეასრულა.
კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რა გულუბყვილო იყო პოზიცია-‘ახლა მთავარია კანდიდატობა მივიღოთ.’
მთავარი რუსული ხელისუფლებისგან ქვეყნის გათავისუფლება იყო და, არის“, - წერს სამადაშვილი.
საქართველოში გერმანიის საელჩომ განაცხადება გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ:
„ქართული ოცნების“ მზარდი ავტორიტარული პოლიტიკის გამო ახლა ჩვენ ევროკავშირშიც უნდა ვიმსჯელოთ საქართველოს გაწევრიანების პროცესის ოფიციალურად შეჩერებაზე [...]“
მათი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ბოლო კვირებსა და თვეებში ქვეყანა უფრო და უფრო დააშორა ევროკავშირს.