ეს დარტყმა გამოწვეულია “ოცნების“ ძირის გამომთხრელი ქმედებებით - ჯაფარიძე გერმანიის საელჩოს განცხადებაზე
კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე გერმანიის საელჩოს განცხადებას, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე, “ქართული ოცნების“ მხრიდან მიზანმიმართულ ნაბიჯებს უწოდებს და აცხადებს, რომ “ეს დარტყმა გამოწვეულია “ქართული ოცნების“ ძირსგამომთხრელი ქმედებებით“.
მისი თქმით, ეს ემსახურება იმას, რომ “ქვეყანამ დაკარგოს ის უმნიშვნელოვანესი პარტნიორები, რომლებიც მთელი ამ დროის განმავლობაში გვერდში ედგნენ.“
გერმანია, რომელიც არის ევროკავშირის ღერძი, აჩერებს ყველა პროექტს საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებასთან და უფრო მეტიც, განიხილვას ორმხრივ სანქციებს და უფრო მეტიც, განიხილავს ოფიციალურად შეჩერდეს საქართველოს მიმართ ევროკავშირის მოლაპარაკებები. ეს დარტყმა გამოწვეულია “ქართული ოცნების“ ძირსგამომთხრელი ქმედებებით, მიზანმიმართული ნაბიჯებით, რომ ქვეყანამ დაკარგოს ის უმნიშვნელოვანესი პარტნიორები, რომლებიც მთელი ამ დროის განმავლობაში გვერდში ედგნენ ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
საქართველოში გერმანიის საელჩომ განაცხადება გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ:
„ქართული ოცნების“ მზარდი ავტორიტარული პოლიტიკის გამო ახლა ჩვენ ევროკავშირშიც უნდა ვიმსჯელოთ საქართველოს გაწევრიანების პროცესის ოფიციალურად შეჩერებაზე [...]“
მათი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ბოლო კვირებსა და თვეებში ქვეყანა უფრო და უფრო დააშორა ევროკავშირს.