პროცესი დაჩქარდა და უახლოეს დღეებში სანქციების გამოცხადებას უნდა ველოდოთ - ზურაბ ჯაფარიძე

27.12.24 15:56
პროცესი დაჩქარდა და უახლოეს დღეებში სანქციების გამოცხადებას უნდა ველოდოთ - ზურაბ ჯაფარიძე

ამ ტვიტებიდან ეგ ჩანს, რომ სავარაუდოდ, პროცესი დაჩქარდა და უახლოეს დღეებში უნდა ველოდოთ, შესაძლოა, დღესვე სანქციების გამოცხადებას - ასე აფასებს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის მიერ გაკეთებული მწვავე გზავნილებს კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურა ჯაფარიძე.

მისი თქმით, “მთავარი გზავნილი არის ის, რომ ის ყველაფერი, რასაც ჩვენ ვამბობდით, ზღაპარი და პროპაგანდა იყო“.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა არაერთხელ გააკეთა განცხადება, რომ სანქციები მომზადებულია, პროცესშია და შესაბამისად, ოდესღაც მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას. ამ ტვიტებიდან ეგ ჩანს, რომ სავარაუდოდ, პროცესი დაჩქარდა და უახლოეს დღეებში უნდა ველოდოთ, შესაძლოა, დღესვე სანქციების გამოცხადებას და ყველა ერთად ვნახავთ, ვის შეეხება, რა ტიპის სანქციები იქნება და როდიდან შევა ძალაში. 

მთავარი გზავნილი არის ის, რომ ის ყველაფერი, რასაც ჩვენ ვამბობდით ზღაპარი და პროპაგანდა იყო, რომ 20 იანვარს ინაუგურაცია მოხდება და შემდეგ გადაიტვირთება ქართულ-ამერიკული ურთიერთობები და დალაგდება ტრამპის ადმინისტრაციასთან“, - განაცხადა ჯაფარიძემ. 

მსგავსი სიახლეები