1%-იც რომ ავიღოთ, ვადამდელი არჩევნები არ ჩატარდება - ირაკლი კობახიძე

07.09.21 17:28
1%-იც რომ ავიღოთ, ვადამდელი არჩევნები არ ჩატარდება - ირაკლი კობახიძე

ხმაური და დაპირისპირება საკანონმდებლო ორგანოში. „თუ მიშა ჩამოვა, წავა ციხეში, თუ გარეთ გამოხვალთ, ისევ შეხვალთ სახლში„ - ირაკლი კობახიძე პარლამენტში ოპოზიციას კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა. 

,,ქართული ოცნების" თავმჯდომარემ პარლამენტში კვლავ გაახმოვანა მმართველი პარტიის პოზიცია და გადაწყვეტილება, რომ ყველაზე დაბალი მაჩვენებლის აღების შემთხვევაშიც კი ვადამდელი არჩევნები ქვეყანაში არ ჩატარდება.

8 პარტიიდან, რომელმაც გადალახა საარჩევნო ბარიერი, 4 არ შეუერთდა 19 აპრილის შეთანხმებას. ამიტომაც სრულიად სამართლიანად გამოვაცხადეთ ეს დოკუმენტი ანულირებულად. ოპოზიციას დღეს არ წარმოუდგენია არგუმენტი, თუ რატომ არის მიზანშეწონილი პირობების  შესრულება.

1 %-იც რომ ავიღოთ ამ არჩევნებში, ვადამდელი არჩევნები არ იქნება. სააკაშვილი რომ ჩამოვიდეს, მოხვდება შესაბამის დაწესებულებაში.

მესამე, ქუჩაში გამოხვალთ, შეხვალთ უკან სახლებში -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.