ტერორი მცირე მეწარმეებზე - ,,ოცნებას" მხოლოდ ბოლო 3 დღეში 700 ათასი ლარი შესწირეს

07.09.21 17:53
ტერორი მცირე მეწარმეებზე - ,,ოცნებას" მხოლოდ ბოლო 3 დღეში 700 ათასი ლარი შესწირეს

როგორ აიძულებს ,,ქართული ოცნება" მცირე ბიზნესს მმართველი პარტიის ანგარიშზე ფულის ჩარიცხვას? ამ კითხვაზე პასუხი უკვე ცნობილია. ტვ პირველის მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ მმართველი პარტია წინასაარჩვნო ყულაბის შესავსებად ფულს არიცხინებს ყველას, მათ შორის, სუპერმარკეტების, რესტონების, პროფილაქტიკების მფლობელებს და ტრაქტორის მძღოლებსაც კი -ეს ინფორმაცია ტვ პირველს თავად მცირე ბიზნესის წარმოამდგენლებმაც დაუდასტურეს. მათი ნაწილი აცხადებს, რომ პირადი დანაზოგი ჰქონდათ და ეს თანხა მმართველ პარტიას ჩაურიცხეს.

მხოლოდ სექტემბრის 3 დღეში 700 ათას ლარამდე ჩაურიცხეს ,,ქართულ ოცნებას" მცირე მეწარმეებმა. ტვ პირველმა შემომწირველთა ვინაობით დაინტერესდა. აღმოჩნდა, რომ მმართველი პარტიის დახმარების მსურველთა უმეტესობა აჭარიდან და შიდა ქართლიდანაა.

,,ქარეთულ ოცნებაში" ბიზნესზე ზეწოლის ფაქტს უარყოფენ და აღნიშნავენ, რომ თანხების ჩარიცხვა გამჭვირვალედ ხორციელდება.

რამხელა სპეცოპერაცია დაგიდგამთ ტვ პირველს. ასე ხდებოდა 2012 წლამდე, ახლა დაფინანსება გამჭვირვალე პროცესია. თუ ვინმე ძალადობის მსხვერპლია, მიმართოს პროკურატურას. თუ სადმე არის არაჯანსაღი პროცესი, გვაქვს პროკურატურა - განუცხადა ტვ პირველს მმართველი პარტიის ერთ-ერთმა სახემ, ირაკლი ზარქუამ.

,,შაბათის ეთერის" მიერ ჩატარებული კიდევ ერთი გამოძიება იურისტებისთვის გამოძიების დასაწყებად პირდაპირი მტკიცებულებაა, მესამე სექტორი პროკურატურისგან სამართლებრივ რეაგირებას ითხოვს.