რატომ იმყოფებოდა კობახიძე “ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“, “ჰეზბოლასა“ და “ჰამასის“ ლიდერებთან ირანში რამდენიმე თვის წინ? - უილსონი
ამერიკელი კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე ირაკლი კობახიძის და „ჰამასის“ ლიკვიდირებული ლიდერის, ისმაილ ჰანიეს ფოტოს აქვეყნებს და წერს: რატომ იმყოფებოდა ირაკლი კობახიძე „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“, „ჰეზბოლასა“ და „ჰამასის“ ლიდერებთან ირანში სულ რამდენიმე თვის წინ?
უისლონი ამბობს, რომ იგივე ტერორისტები აქტიურად გეგმავდნენ დონალდ ტრამპის მკვლელობას და ყოველ დღე გამოდიან ამერიკის სიკვდილის მოწოდებებით.
"თქვენ გხედავთ. ამერიკა არ მოტყუვდება“, - წერს უილსონი.
რატომ იმყოფებოდა ირაკლი კობახიძე „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“, „ჰეზბოლასა“ და „ჰამასის“ ლიდერებთან ირანში სულ რამდენიმე თვის წინ? იგივე ტერორისტები აქტიურად გეგმავდნენ დონალდ ტრამპის მკვლელობას და ყოველ დღე გამოდიან ამერიკის სიკვდილის მოწოდებებით. თქვენ გხედავთ. ამერიკა არ მოტყუვდება“, - წერს უილსონი.