ჩვენი პარტიის წევრები კანდიდატურას ხსნიან ზეწოლის გამო - ნათია მეზვრიშვილი
პარტია ,,საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ მათი პარტიის წევრები კანდიდატურას ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის გამო ხსნიან. მეზვრიშვილმა სავარაუდო პოლიტიკური ზეწოლის რამდენიმე მაგალითი მოიყვანა. გიორგი გახარიას პარტიაში ამბობენ, რომ ლაგოდეხის მაჟორიტარობის კანდიდატი, აკაკი ლობჟანიძე, წარდგენის ცერემონიამდე გაუჩინარდა და მას შემდეგ კომუნიკაცია არ ჰქონიათ.
ეს ადამიანები, როცა ხსნიან კანდიდატურას, შიშის და ზეწოლის ქვეშ წყვეტენ ყველანაირ კომუნიკაციას პარტია "საქართველოსთან"", - ამბობს მეზვრიშვილი.
მეზვრიშვილის თქმით, პოლიტიკური ზეწოლის მოხდენაში სამართალდამცავი უწყებები არიან ჩართული.
"ოცნება" ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად იყენებს პოლიციას, სუს-ს, პროკურატურას, შემოსავლების სამსახურს და ამის პარალელურად, ერთმანეთის მიყოლებით აუქმებს ყველა საერთაშორისო შეთანხმებას, რომელიც ამ უწყებების დამოუკიდებლობას ისახავს მიზნად. ჯერ სასამართლოს დამოუკიდებლობაზე თქვეს უარი და ქვეყნისთვის ერთ-ერთ რთულ პერიოდში ხალხს 75 მილიონი დააკარგვინეს, ახლა პროკურატურის დამოუკიდებლობაზე ღიად თქვეს უარი", - ამბობს მეზვრიშვილი.