თუ ივანიშვილი არ გაჩერდება, ფინანსური სანქციები კიდევ უფრო გაღრმავდება - ეკა გიგაური

27.12.24 20:37
თუ ივანიშვილი არ გაჩერდება, ფინანსური სანქციები კიდევ უფრო გაღრმავდება - ეკა გიგაური

 

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ხელმძღვანელი ეკა გიგაური ამბობს, რომ ივანიშვილის დასანქცირება აშშ-ს მიერ მოსალოდნელი იყო. მესამე სექტორის წარმომადგენელი ფიქრობს, რომ თუ ოლიგარქი არ გაჩერდება, ფინანსური სანქციები დასავლეთიდან კიდევ უფრო გაღრმავდება. 

რა თქმა უნდა, მოსალოდნელი იყო ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ამ სანქციების დაწესება. აქ ასევე გასათვალისწინებელია, რომ ფინანსური თვალსაზრისით, კიდევ უფრო სიღრმეებში წავლენ ისინი იმ შემთხვევაში, თუკი ბიძინა ივანიშვილი არ გაჩერდება და არ შეასრულებს იმ მოთხოვნას, რომელიც გვაქვს ყველას. ეს არის ახალი არჩევნები დამოუკიდებელი საარჩევნი ადმინისტრაციით და რა თქმა უნდა, გაათავისუფლებს იმ ადამიანებს, რომლებიც დაკავებულები არიან. მე მგონია, რომ ძალიან დიდი პრობლემები შეექმნა ბიძინა ივანიშვილს. მე მგონია, რომ „ქართუ ბანკსაც“ პრობლემები შეექმნება, მაგრამ მთავარი არის პოლიტიკური ამბავი, თუკი ივანიშილი ამბობდა, რომ მე ვარ თქვენი გარანტორი, სანქციები არ იქნება და ყველაფერი დალაგდება აშშ-თან, ეს ასე არ მოხდება, - ამბობს ეკა გიგაური. 

ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია - ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.

გადაწყვეტილება აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC-მა) თბილისის დროით ზუატად 20:00 საათზე გამოაქვეყნა.

 

 

მსგავსი სიახლეები