ივანიშვილი და მისი მთავრობა დემოკრატიული სამყაროდან მოკვეთილია - ალექსი პეტრიაშვილი
ალექსი პეტრიაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის დანსაცირებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ის მიზეზებია, რის გამოც აშშ-მ ეს გადაწყვეტილება მიიღო. მისი თქმით, ივანიშვილის ხელისუფლებას ახლა მხოლოდ ერთი შანსი აქვს, რომ გამოაცხადოს ახალი არჩევნები და ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს.
პეტრიაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ ივანიშვილი და მისი მთავრობა დემოკრატიული სამყაროდან მოკვეთილია.
უმნიშნელოვანესი არის თვითონ ის ფორმულირება, რომ რუსეტთან კავშრებისთვის არის დასანქცირებული ივანიშვილი საქართველოში, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის, ევროატლანტიკური კურსიდან გადახვევისთვის. ეს ნამდვილად ამ ხალხის დამსახურებაა უმეტესწილად, თუმცა აუცილებლად უნდა ითქვას, იმდენად მყარია მტკიცებულებები, როცა აშშ ასეთ გადაწყვეტილებას იღებს, ეს არის გამყარებული ძალიან სერიოზული მტკიცებულებებით. ივანიშვილის რეჟმს ერთადერთი, რაც ახლა დარჩენია, არის ის, რომ გამოაცხადებინოს ახალი არჩევნები, გაათავისუფლოს ყველა პატიმარი და ზრუნოს საკუთარი თავის გადარჩენაზე. ივანიშვილი დემოკრატიული სამყაროდან მოკვეთილია და მისი გარემოცვაც უშუალოდ, - ამბბს ბუკა პეტრიაშვილი.
ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია - ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.
გადაწყვეტილება აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC-მა) თბილისის დროით ზუატად 20:00 საათზე გამოაქვეყნა.