ივანიშვილის დასანქცირება დროული და უმნიშვნელოვანესი სიგნალი იყო - ვიოლა ფონ კრამონი

27.12.24 21:13
ივანიშვილის დასანქცირება დროული და უმნიშვნელოვანესი სიგნალი იყო -  ვიოლა ფონ კრამონი

აშშ-ს მიერ ივანიშვილის დასანქცირება დროული და უმნიშვნელოვანესი სიგნალი იყო, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელში  წერს.  ევროდეპუტატი ფიქრობს, რომ აშშ-ს შემდეგ ნაბიჯები უკვე ევროკავშირმაც უნდა გადადგას.

ვერ მივცემთ ქვეყანას უფლებას, აღმოჩნდეს რუსეთის ხელში, - წერს კრამონი. 

შეერთებული შტატები როგორც იქნა სანქციებს უწესებს ბიძინა ივანშვილს. ( მმაღთველი პარტიის ლიდერს და ყველაზე მდიდარ ადამიანს საქართველოში)
იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც საქართველოში ხდება, ეს არის ძალიან დროული და უმნიშვნელოვანესი სიგნალი.  როდის მიჰყვება ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირი? ჩვენ ვერ მივცემთ ქვეყანას უფლებას, აღმოჩნდეს რუსეთის ხელში.

ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია - ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.

გადაწყვეტილება აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC-მა) თბილისის დროით ზუატად 20:00 საათზე გამოაქვეყნა.

 

მსგავსი სიახლეები