ივანიშვილის დასანქცირების შემდეგ კალაძე ამტკიცებს, რომ ყველაფერი "მაგრად იქნება"

27.12.24 21:33
ივანიშვილის დასანქცირების შემდეგ კალაძე ამტკიცებს, რომ ყველაფერი "მაგრად იქნება"

ივანიშვილის დასანქცირების შემდეგ კალაძე ამტკიცებს, რომ ყველაფერი "მაგრად იქნება". "ოცნების" გენერალური მდივანი ისევ იმეორებს, რომ საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ 2028 წელს ჩატარდება.  

ახალი არჩევნები იქნება მომავალ წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. თუ საპარლამენტო არჩევნებს გულისხმობთ, ჩატარდება 2028 წელს და თვეს და თარიღს რამდენიმე წელშ გეტყვით.ხომ ვიცოდით, რომ ბატონო ბიძინა ისედაც დე ფაქტო დასანქცირებული იყო. არ ინერვიულოთ, ყველაფერი იქნება ძალიან მაგრად, - ამბობს კალაძე. 

ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია - ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.

გადაწყვეტილება აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC-მა) თბილისის დროით ზუატად 20:00 საათზე გამოაქვეყნა.

 

მსგავსი სიახლეები