"ოცნების" მიერ პრეზიდენტ ზურაბიშვილის დაკავების მუქარა მიუღებელია - ჰადადი
ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრი, ბენჟამინ ჰადადი არალეგიტიმური პრემიერის მხრიდან საქართველოს პრეზიდენტის მიმართ გაჟღერებულ ციხეში გაშვების მუქარას გმობს და წერს, რომ მსგავსი ქმედება ევროპულ პერსპექტივასთან შეუთავსებელია.
ევროპელი პოლიტიკოსი მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობისა და დაშინების შეწყვეტასაც მოითხოვს.
"ქართული ოცნების" მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დაკავების მუქარა მიუღებელია და შეუთავსებელია ევროპულ პერსპექტივასთან.
დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა და დაშინება უნდა შეწყდეს.
საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის ევროპულ და დემოკრატიულ მისწრაფებებს," - წერს ბენჯამინ ჰადადი.
"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ციხეში გაშვებით კვლავ ემუქრება.
დღეს კობახიძის სამიზნე პრეზიდენტთან ერთად ოპოზიციის ის ლიდერებიც გახდნენ, რომლებიც სალომე ზურაბიშვილს ღია მხარდაჭერას უცხადებენ.