უზენაესმა სასამართლომ დავით კეზერაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

07.09.21 19:59
უზენაესმა სასამართლომ დავით კეზერაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ტელეკომპანია "ფორმულას" მფლობელსა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს, 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. კეზერაშვილს ბრალდება ერთ-ერთ საწვრთნელ პროექტში 5 მილიონ 60 ათასი ევროს გაფლანგვის საქმეზე ჰქონდა წარდგენილი.

ამ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ 2017 წელს  გამოიტანა. 

კეზერაშვილი სხდომას არ დასწრებია, ის საქართველოში არ იმყოფება.