ნიკოლ ფაშინიანი დღეს საქართველოს ეწვევა
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი, ეწვევა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ ფაშინიანი ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება.
საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან. ნიკოლ ფაშინიანი, დელეგაციის წევრებთან ერთად, გმირთა მემორიალზე გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.