ჩამოვალ, რადაც არ უნდა დამიჯდეს, საქართველოში ხიხოკრატია უნდა დასრულდეს - მიხეილ სააკაშვილი

07.09.21 23:33
ჩამოვალ, რადაც არ უნდა დამიჯდეს, საქართველოში ხიხოკრატია უნდა დასრულდეს - მიხეილ სააკაშვილი

ამ არჩევნებზე ჩამოვალ საქართველოში, რადაც არ უნდა დამიჯდეს ეს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველოში ღარიბი ადამიანი აღარ უნდა არსებობდეს. 

ამ არჩევნებზე ჩამოვალ საქართველოში, რადაც არ უნდა დამიჯდეს ეს. უნდა საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ ხიხოკრატია დავასრულოთ, ერთხელ და სამუდამოდ სიღარიბე, უბედურება დავასრულოთ. საქართველოში არ უნდა იყოს ღარიბი ადამიანი. ჩემთვის არის დამამცირებელი სიღარიბე და უპერსპექტივობა 80% ქართველების, დამამცირებელია უბრალოდ, შეურაცხმყოფელია, - განაცხადა სააკაშვილმა. 

მიხეილ სააკაშვილმა თვითმმართველობის არჩევნების წინ საქართველოში ჩამოსვლა დააანონსა.