სააკაშვილს, როგორც ჩანს, „ქართული ოცნებისგან“ რაღაცა დაპირებები აქვს მიღებული - მეზვრიშვილი
პარტია "საქართველოსთვის" წევრი, ნათია მეზვრიშვილი, თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოში ჩამოსასვლელად გამბედაობა არ ეყოფა. მისი თქმით, თუ მესამე პრეზიდენტი სამშობლოში დაბრუნებას მაინც გაბედავს, ეს მხოლოდ და მხოლოდ "ქართულ ოცნებასთან" შეთანხმებით და გარკვეული დაპირებების საფუძველზე მოხდება.
მიხეილ სააკაშვილი ჩამომსვლელი არ არის, მას უბრალოდ ამის გამბედაობა არ აქვს. ამდენჯერ დააანონსა და არ ჩამოვიდა. თუ ის ჩამოვა, მას მართლსამჯულების წინაშე წარდგომა მოუწევს, იმიტომ, რომ მის მიმართ არაერთი გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი და თუ ის ჩამოვა, გათვალისწინებით იმისა, რომ გამბედაობა აქამდე მას არ ჰქონია, ჩვენ თამამად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნების“ ინტერესებში შედის და „ქართული ოცნებისგან“ მას როგორც ჩანს, მას რაღაცა დაპირებები აქვს მიღებული, - ამბობს მეზვრიშვილი.
მიხეილ სააკაშვილმა თვითმმართველობის არჩევნების წინ საქართველოში ჩამოსვლა დააანონსა.