ჯო ვილსონი: ამერიკა ერთადერთ ლეგიტიმურ ქართველ ლიდერთან, სალომე ზურაბიშვილთან დგას

29.12.24 09:56
ჯო ვილსონი: ამერიკა ერთადერთ ლეგიტიმურ ქართველ ლიდერთან, სალომე ზურაბიშვილთან დგას

ამერიკა ერთადერთ ლეგიტიმურ ქართველ ლიდერთან, სალომე ზურაბიშვილთან დგას - ამის შესახებ "მეგობარი აქტის" ავტორი ამერიკელი კონგრესმენი X-ზე წერს. 

 სუვერენიტეტი არ იყიდება და თავისუფალი ხალხის ნება გაიმარჯვებს - დაწერა ჯო ვილსონმა. 

"აშშ დგას ერთადერთ ლეგიტიმურ ქართველ ლიდერთან, სალომე ზურაბიშვილთან და ქართველ ხალხთან, რომელიც ითხოვს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, უარყოფს ჩინეთისა და ირანის რეჟიმების მარიონეტულ ინსტალაციას. სუვერენიტეტი არ იყიდება და თავისუფალი ხალხის ნება გაიმარჯვებს." - აღნიშნულია განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები