20 ივნისის საქმე ამნისტირებულია - "გავრილოვის ღამის" დაზარალებულები სამართლებრივ დავას აგრძელებენ
20 ივნისის საქმე ამნისტირებულია - პასუხისმგებლობისგან ყველა ის პირი გათავისუფლდება, ვინც ე.წ. გავრილოვის ღამეს ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს დამიზნებით ესროდა.
ამნისტია მომავლში შეეხებათ იმ თანამდებობის პირებსაც, ვინც დარბევის უკანონო ბრძანება გასცა. ეს გადაწყვეტილება დაზარალებულებისთვის წითელი ხაზია.
ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და სამართლებრივ დავას აანონსებენ.
,,ქართულმა ოცნებამ" ცივილური სამყარო კიდევ ერთხელ გადააგდო. ეს ძალიან მტკივნეული კომპრომისი იმ სამი პოლიციელის ამნისტირების, რომელზეც იყო აღძრული, ისე დაატრიალა, რომ საბოლოოდ არაფერი შეასრულა, გარდა ამნისტიისა. მოხდა ისე, რომ თვით ნიკა მელიაც კი, რომელიც ამ ამნისტიის ხარჯზე უნდა გამოსულიყო, ისიც კი უარს აცხადებს ამ ამნისტიაზე. შედეგად მივიღეთ ის, რომ "ქართულმა ოცნებამ" ნათლად აჩვენა მთელ მსოფლიოს, რომ ის არის გადამგდები და შეთანხმების არ ასრულებს და ვალდებულებებს არ ცნობს. ის მთლიანად მოშორებულია დასავლურ სამყაროს და სწრაფი, დიდი ნაბიჯებით მიდის რუსეთისკენ"- აცხადებს "ტვ პირველთან" გიგა მაქარაშვილი.
პარლამენტმა ამნისტიის შესახებ მმართველი პარტიის კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. კანონპროექტს 79 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 15 წინააღმდეგი იყო.