"პასუხისმგბელიანი პოლიტიკოსის განცხადებები" - ბადრი ჯაფარიძე ზურაბიშვილის გამოსვლაზე

29.12.24 11:59
"პასუხისმგბელიანი პოლიტიკოსის განცხადებები" - ბადრი ჯაფარიძე ზურაბიშვილის გამოსვლაზე

"პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსის განცხადებები", - ასე აფასებს კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ზურაბიშვილის ერთადერთი ამოცანა ახლა ქვეყნის იმ კრიზისიდან გამოყვანაა, რომელშიც "ოცნებამ" მიზანდასახულად შეიყვანა. 

ეს არის პასუხისმგბელიანი პოლიტიკოსის ნაბიჯები, მისი განცხადებები გამსჭვალულია სწორედ იმით, რომ მოიძებნოს რაც შეიძლება სწრაფად გამოსავალი ამ უმძიმესი კრიზისიდან, სადაც შეგვიყვანა „ქართულმა ოცნებამ’" მიზანდასახულად. რაც შეიძლება სწრაფად შევძლოთ, რომ მივიდეთ შეთანხმებამდე ახალ არჩევნებტან დაკავშირებით. ეს არის სწორედ პრეზიდენტ ზურაბიშვილის მთელი მიმართვის დედა არსი და ის აპირებს ამისთვის არ დაიშუროს ძალისხმევა, იყოს თანამოქალაქეებთან ერთად, აწარმოოს შეხვედრები ყველა სფეროს წარმომადგენლებთან, - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში საპრეზიდენტი ფიცი დადო. ინაუგურაციას მხოლოდ "ოცნების" წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პარალელურად, მოვლენების კიდევ ერთი ეპიცენტრი ათონელის სასახლე იყო, სადაც ლეგიტიმურ პრეზიდენტს საზოგადოებამ მხარდაჭერა გამოუცხადა.   

მსგავსი სიახლეები