ყაველაშვილის ინაუგურაცია უპრეცედენტოდ მოკლე დროში, 35 წუთში დასრულდა
მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია უპრეცედენტოდ მოკლე დროში, 35 წუთში დასრულდა. ფიცის დადების ცერემოანიალს "ოცნების" საპატიო თავმჯდომარე, აშშ-ს მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილი და მაგნიტსკის სიაში მოხვედრილი ვახტანგ გომელაურიც ესწრებოდნენ.
ბიძინა ივანიშვილმა მედიის კითხვებს თავი აარიდა. "პირველებს" აინტერესებდა, როგორ აპირებს ის ქვეყანაში არსებული კრიზისის განმუხტვას და როგორ გამოიყენებს შანსს, რომ სანქცირებულთა სიიდან ამოიღონ.
რაც შეეხება, არალეგიტიმურ დეპუტატებს, ისინი ისევ ამტკიცებენ, რომ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვლება.