ზურაბიშვილმა თან წაიღო პოლიტიკური ლეგიტიმაცია და ცარიელი სასახლე დატოვა - ბილდტი
ზურაბიშვილმა თან წაიღო პოლიტიკური ლეგიტიმაცია და ცარიელი სასახლე დატოვა, - ასე აფასებს შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე, კარლ ბილდტი დღეს განვითარებულ მოვლენებს. ბილდტი პლატფორმა X-ზე წერს, რეჟიმმა ხარვზიანი არჩევნების შემდეგ მარიონეტული პრეზიდენტი დააყენა.
დაპირისპირება საქართველოში, რეჟიმმა თავისი ხარვეზიანი არჩევნების შემდეგ დააყენა თავისი მარიონეტული პრეზიდენტი. ზურაბიშვილმა თან წაიღო ხალხის მხარდაჭერის პოლიტიკური ლეგიტიმაცია და ცარიელი სასახლე დატოვა, - წერს ბილდტი.