საელჩოების განცხადება რეალობას არის აცდენილი - ირაკლი ზარქუა
"ქართული ოცნების" წევრი, ირაკლი ზარქუა, მიიჩნევს, რომ აშშ-ის და ევროკავშირის საელჩოების მწვავე განცხადება გაუგებარი და რეალობას აცდენილია. საქმე ეხება დიპლომატიური უწყებების იმ განცხადებებს, სადაც პროკურატურის რეფორმაზე "ქართული ოცნების" უარი გატეხილ პირობად შეფასდა.
ცოტა, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია საელჩოების განცხადება. უფრო მეტსაც გეტყვით, რეალობას არის აცდენილი და ეს უნდა ითქვას პირდაპირ. წავედით აი, ამ დათმობაზე და 5 %-იანი პროცენტიანი ბარიერი ჩამოვწიეთ 2 %-მდე, მეორე მიმართულება ის იყო, რომ შემდეგი ორი არჩევნები სრულად პროპორციულად ჩატარდება, ესეც მნიშნელოვანი ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა იყო ამ პროცესის და მესამე მნიშვნელოვანი ასევე, ფრაქციის შექმნა 4 ადამიანსაც შეუძლია და ასე შევამცირეთ. ამის შემდეგ, როდესაც საელჩოებიდან აქცენტირება კეთდება გენპროკურორის არჩევაზე კვალიფიციურ უმრავლესობით, რომელიც უნდა შემდგარიყო 2020-26 წელს, ახლა მე მგონია, რომ აცდენილი არიან რეალობას, - ამბობს ზარქუა.