ეროვნული დროშით, ხალხის ნდობით და ლეგიტიმურობით - სალომე ზურაბიშვილმა ათონელის სასახლე დატოვა

29.12.24 20:02
ეროვნული დროშით, ხალხის ნდობით და ლეგიტიმურობით - სალომე ზურაბიშვილმა ათონელის სასახლე დატოვა

 

სალომე ზურაბიშვილმა ისტორიის ახალი ფურცლის წერა დაიწყო. საქართველოს პირველმა ქალმა პრეზიდენტმა დღეს ორბელიანების სასახლე იმ დაპირებით დატოვა, რომ უკვე ქუჩაში ხალხთან ერთად ქუჩაში ბრძოლას ჩაუდგება სათავეში, რომლის მიზანიც ივანიშვილის რეჟიმის შეცვლაა. ამ განცხადებამდე ბოლო ღამე პრეზიდენტმა სასახლეში გაათენა. ზუსტად 11: 00 საათზე კი საქართველოს მოქალაქეებს მიმართა. 

ეს არის პირველი შემთხვევა ბოლო 12 წლის განმავლობაში, როცა ერთმა პრეზიდენტმა მეორეს ძალაუფლება არ გადააბარა და ცარიელი სასახლე დაუტოვა. კაცი, რომელსაც ოლიგარქი პრეზიდენტად წარმოაჩენს, არალეგიტიმურია, შესაბამისად, ამ უკანონო პროცესში სალომე ზურაბიშვილია არ ჩაერთო. პრეზიდენტობიდან ზურაბიშვილი უფრო დიდ ბრძოლაში მიდის - ხალხთან ერთად და ხალხის სახელით. დღეს არ უთქვამს, რომ ის პოლიტიკურ  პარტიას ქმნის, თუმცა მიანიშნა, რომ პოლიტიკურ ველზე ახალი ძალების დრო დადგა.

პრეზიდენტის ამ მიმართავს ორბელიანების სასახლესთნა შეკრებილი ასობით ადამიანი ისმენდა. სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო სასახლიდან უკანასკნელ მიმართვას მოქალაქეები  დროდადრო ტაშით აწყვეტინებდნენ. ზურაბიშვილს თან მიაქვს დროშა და ხალხის მიცემული ლეგიტიმაცია იმისთვის, რომ ოლიგარქის რუსული რეჟიმი ჩამოშალოს.

ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები