ხელისუფლება ფულს საეჭვო რეპუტაციის რუსულ კომპანიებს აძლევს

08.09.21 11:34
ხელისუფლება ფულს საეჭვო რეპუტაციის რუსულ კომპანიებს აძლევს

თბილისის მერია კიდევ ერთ სკანდალში ეხვევა - კორუფციის მკვლევარები "ტვ პირველთან" აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ფულს საეჭვო რეპუტაციის რუსულ კომპანიებს აძლევს.

ირკვევა, რომ კალაძის უწყებამ ნახევარ მილიონ ლარად რკინიგზის ლიანდაგის ქვეშ გადასასვლების მოწყობა რუსული კომპანიის (შპს ელვას) თბილისის ოფისს დაუკვეთა. 

ოპოზიციის ინფორმაციით, აღნიშნულ ფირმას მანამდე რამდენიმე უწყებამ დისკვალიფიკაცია მისცა. 

ძალიან გასაკვირია, რომ რუსულ კომპანიას საქართველოს სტრატეგიულ ობიექტზე ვამუშავებთ, ეს კომპანია დისკვალიფიცირებულია, ზუგდიდიდან, მარნეულიდან, სოფლის მეურნეობის სამინისტროდან, გარემოს დაცვიდან, ანუ ბევრმა სახელმწიფო უწყებამ დისკვალიფიკაცია მისცა. სხვათა შორის, ისნის რაიონულმა გამგეობამ ერთი თვის წინ დისკვალიფიკაცია მისცა ამ პროექტზე"- უთხრა "პირველებს" ბესიკ დონაძემ. 

ქეთევან ენუქიძის თქმით, შპს "ელვა" გამოცდილების არქონის გამო იყო დისკვალიფიცირებული, თუმცა მიუხედავად ამის,ა რამდენიმე დღეში ანალოგიური ტიპის ტენდერში გაიმარჯვა.