გადაყრილი 11 მილიონი ლარი - კალაძის მულტიფუნქციური კომპლექსი არ აშენდა
დედაქალაქის მერმა, კახი კალაძემ ვარკეთილში თანამედროვე სპორტული კომპლექსის მშენებლობისთვის 11 მილიონი ლარი გამოყო, მშენებელ კომპანიას კი წინასწარ 5 მილიონი ლარი ჩაურიცხა. სამუშაოები კი მე-4 თვეა შეჩერებულია.
როგორც გაირკვა 3.5 მილიონი ლარი მხოლოდ ფაქტობრივი დანახარჯია, ხოლო უცნობია, სად წავიდა დანარჩენი თანხა.
ოპოზიციაში ეჭვობენ, რომ ჩავარდნილი პროექტი კალაძის კორუფციულ გარიგებებს უკავშირდება.
2019 წელს თქვა კალაძემ 2020 წელსო მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი დასრულდება ვარკეთილშიო და ამისთვის 11 მილიონი გამოყო. 5 მილიონი ლარი უკვე გადახდილია პროექტში, რომელიც მე-4 თვეა და უფრო მეტი არის მიტოვებული. კალაძემ ბიუჯეტიდან აიღო 11 მილიონი ლარი, უკვე გადაიხადა 5 მლნ ლარი ამასობაში კონტაქტი შეუწყვიტა კომპანიას იმიტომ რომ მან ვალდებულება ვერ შეასრულა, კომპლექსის ნაცვლად მხოლოდ ბეტონის კონსტრუქციები გვაქვს. 2 წლის განმავლობაში როგორ მოხდა, რომ ეს ერთი კომპლექსი ვერ დაასრულეს", - ამბობს ლევან ხაბეიშვილი.