კალაძემ კეთილსინდისიერების ტესტი ჩააბაროს - ხატია დეკანოიძე
"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს, „წესიერების“ ტესტის ჩაბარებას ურჩევენ.
ხატია დეკანოიძის თქმით, კალაძე პოპულისტია.
ძალიან ნიშანდობლივია კახა კალაძის ეს პოპულისტური ნაბიჯი. არავინ გაურბის არანაირი ტესტის ჩაბარებას. მაგრამ ჩემთვის საინტერესო იქნებოდა, კალაძეს კეთილსინდისიერების ტესტი ჩაებარებინა, რომელსაც სხვათაშორის ისრაელის სპეცსამსახურები იყენებენ"- განაცხადა დეკანოიძემ.