ირაკლი ღარიბაშვილმა ადმინისტრაციაში სომხეთის პრემიერს უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ - მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში სომეხ კოლეგას, ნიკოლ ფაშინიანს, უმასპინძლა.
მთავრობის ადმინისტრაციაში 2 ქვეყნის პრემიერის პირისპირ შეხვედრა გაიმართება, რის შემდეგაც გაკეთდება ერთობლივი განცხადებები.
სომხეთის პრემიერი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსაც, შეხვდება.
სომხეთის პრემიერი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით დღეს ჩამოვიდა და 2 დღეს დარჩება.